X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

30 მარტი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან - მზია გიორგობიანთან და ბათუ გურჯიძესთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში იმართება IMF-ის წესდების IV მუხლით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში. მისიას ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში მისია განიხილავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

საუბარი შეეხო როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალების განვითარებას, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.